blog

რა საფრთხეებს შეიცავს უფასო WiFi

  • 11-01-2018
  • shotagog

რაც უფრო მეტი გამოუცდელი ტრეიდერი და ინვესტორი ადის ბლოკჩეინის "მატარებელში" მით უფრო აქტუალური ხდება კიბერუსაფრთხოების საკითხი. ავტორიზებული ფინანსური ორგანიზაციებისგან განსხვავებით, რომლებსაც უზრუნველყოფილი აქვთ უსაფრთხოების პლატფორმები, ახალი ორგანიზაციებისთვის კრიპტოსამყარო გარკვეულ რისკებს შეიცავს, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს როგორც მათ, ასევე სხვებს.

ჩვენ ადრეც რამდენჯერმე გავაცნეთ მიმხმარებლებს იმ ქართული (და არა მარტო) ვებსაიტების თვითნებური საქმიანობა, რომლებიც თქვენს კომპიუტერებს იყენებდნენ თქვენგან დაუკითხავად კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად (adjaranet, translate.ge). როგორც მოგეხსენებათ, ასეთ საიტებზე შესვლისას თქვენი კომპიუტერი ავტომატურად იწყებს კრიპტოვალუტის გამომუშავებას (პროცესორი დატვირთულია სრულად).

ამჟამად გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ე.წ. უფასო WiFi-ზე.

დარწმუნებული ვართ, ხვდებით, რომ კონკრეტულ საიტზე ჩაშენებული მაინინგ სკრიპტი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ შეხვალთ ასეთ საიტზე. WiFi სკრიპტი კი არ გთხოვთოვთ კონკრეტულ საიტზე შესვლას. საკმარისია დაუკავშირდეთ ასეთ უფასო ინტერნეტს და "CoffeeMiner"-ად წოდებული სკრიპტი მაშინვე აღმოჩნდება თქვენი ბრაუზერის სესიაში და დაიწყებს კრიპტოვალუტის გამომუშავებას (თუმცა ეს ვალუტა თქვენი არ იქნება).

აქ საინტერესოა ის, რომ შესაძლოა უფასო WiFi-ს მფლობელს საერთოდ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს ასეთი საქმიანობის შესახებ, რადგან ამას შესაძლოა აკეთებდნენ მესამე პირები - ჰაკერები. ასეთ შემთხვევაში შემტევი იყენებს ARP (Address Resolution Protocol) პროტოკოლს, რითაც შეუძლია უფასო ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების "ტრაფიკის" ადვილად დაჭერა და ჯავასკიპტის პატარა კოდის ჩასმა იმ გვერდებზე, რომელსაც სტუმრობს მომხმარებელი.

სკრიპტი არაფრით განსხვავდება 2017 წლის 14 სექტემბერს შექმნილი კოდისგან, რომელიც Coinhave-ს ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს. ეს პატარა თითქოს უმნიშვნელო კოდი შემტევს საშუალებას აძლევს თქვენი კომპიუტერის და ელექტროენერგიის ხარჯზე გამოიმუშაოს კრიპტოვალუტა Monero (XMR). სხვათაშორის, ეს ვალუტა ყველაზე პოპულარულია ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა.

რა თქმა უნდა არსებობს სკრიპტები, რომლის საშუალებითაც მაინინგი ხდება არა მარტო თქვენს კომპიუტერებში, არამედ სმარტფონებშიც, რამაც შესაძლოა მათ დაზიანებაც გამოიწვიოს.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ არასოდეს გამოიყენოთ უფასო და დაუცველი WiFi, ხოლო იმ ობიექტების მეპატრონეებს, რომლებიც ასეთ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს, ვურჩევთ მაქსიმალურად დაიცვან საკუთარი WiFi, რითაც თავიდან აიცილებენ შემდგომ გართულებებს.

წყარო: http://bitcoinist.com