blog

5 მითი ბითკოინის შესახებ

  • 22-01-2018
  • shotagog

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში (და არა მარტო) ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა "ბითკოინი". ზოგადად, საქმით დაინტერესებული ადამიანების უმეტესობა, ბლოკჩეინ სისტემას ბითკოინს უწოდებს, რაც არასწორია. ასევე, მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც ახალბედაა და ცდილობს დაიწყოს "მაინინგი" (ბითკოინის ან სხვა ალტერნატიული ქოინების მოპოვება) ყველა ალტქოინს მოიხსენიებს როგორც ბითკოინს, რაც ასევე არასწორია.

თუმცა ამ ბლოგში გვინდა გაგაცნოთ ის 5 მცდარი მითი ბითკოინის შესახებ, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მოსახლეობაში.

მითი პირველი:

ალბათ ხშირად გსმენიათ - ბითკოინის ერთ ტრანზაქცია საჭიროებს იმაზე მეტ ელექტროენერგიას ვიდრე თქვენ მოიხმართ მთელი კვირის განმავლობაში. ან კიდევ - ბითკოინის მომხმარებლები მოიხმარენ უფრო მეტ ელექტროენერგიას ვიდრე დანია. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს და მედია საშუალებების მიერ აგორებული დეზინფორმაციაა, რაშიც ფორბსის სტატიის გაცნობისას დარწმუნდებით. ცხადია ენერგიის გარეშე ბლოკჩეინ სისტემა ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, თუმცა საქმით დაინტერესებული პირები ცდილობენ ისეთი იაფი და განახლებადი ენერგიის მოპოვებას, როგორიცაა ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურებით გამომუშავებული პროდუქტი. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი კი გაცილებით მცირეა, ხოლო გამომუშავებული პროდუქტი ნამდვილად ფასეულია.

მითი მეორე:

მთავრობა აკრძალავს ბითკოინს. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ხშირად გამოიყენება საეჭვო და გაურკვეველი ვითარების შესაქმნელად, ასევე შიშის დანერგვის მიზნით და განეკუთვნება კლასიკური FUD-ის (fear, uncertaintly, doubt) მაგალითს. დიახ, მსგავსი ფაქტი ნამდვილად მოხდა და ისეთმა ეგზოტიკურმა ქვეყანამ, როგორიცაა ეკვადორი აკრძალა ბითკოინი, თუმცა შექმნა საკუთარი კრიპტოვალუტა :) რაც შეეხება წამყვანი ქვეყნის მთავრობებს, ბლოკჩეინ ინდუსტრიით დაინტერესებული არიან აშშ, იაპონია, ჰონგ-კონგი, სინგაპური, შვეიცარია და სხვ. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბითკოინი საფრთხეს წარმოადგენს ცენტრალური მთავრობებისთვის და ბანკებისთვის, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაქციები მოსდევს (ზოგი ცდილობს ადაპტირებას, ზოგიც წინააღმდეგობის გაწევას). მაგრამ რაც უფრო მეტი ადამიანი ხდება გათვითცნობიერებული იმაში, თუ რას წარმოადგენს პირველი დეცენტრალიზებული ფულადი ერთეული (ბითკოინი) და რა პრინციპით მუშაობს ეს სისტემა, მით უფრო ცხადი ხდება, რომ მთავრობებს არ შესწევთ ძალა უბრალოდ ადგნენ და დახურონ ბლოკჩეინ სისტემა.

მითი მესამე:

ბითკოინს არ გააჩნია რეალური ღირებულება. ცნობისათვის, 2014 წლიდან მოყოლებული არსებული ოქროს მარაგების მხოლოდ 10% იქნა გამოყენებული ტექნოლოგიების განვითარებაში, 12% შეისყიდეს ცენტრალურმა ბანკებმა, ხოლო დარჩენილი 78% გამოიყენება საიუველირო ნაწარმში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოქროს ღირებულება არ მომდინარეობს მისი სამრეწველო დანიშნულებიდან, არამედ გამომდინარეობს ისტორიული აღქმიდან, რომ მბრწყინავი და უჟანგავი მეტალი ფასეულია. თუმცა დღეს ოქროს გამოუჩნდა კონკურენტი, რომელსაც "ციფრულ ოქროსაც" უწოდებენ, რადგან ციფრულ სამყაროში მისი ტრანზაქცია (ანუ გადატანა ერთ ადგილიდან მეორეში), შენახვა და დაცულობა გარანტირებულია (თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა ბანკებიც).

მითი მეოთხე:

ბითკოინი გამოიყენება მხოლოდ კრიმინალების მიერ. რა თქმა უნდა ეს ინფორმაციაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ბითკოინის ყველა ტრანზაქცია ინახება ე.წ. ციფრულ საბუღალტრო წიგნში (public ledger), რაც ყველაზე გამჭვირვალე სატრანსფერო სისტემაა კაცობრიობის ისტორიაში. გასათვალისწიებელია ისიც, რომ ბითკოინების უდიდესი წილი უკვე თავმოყრილია რამოდენიმე ადამიანის ხელში.

აქედან გამომდინარე, კრიმინალებისთვის გაცილებით მარტივია დანაშაულისთვის ფულის ე.წ. ქეშად გამოყენება ან საბანკო გადარიცხვები, ვიდრე ბითკოინი.

მითი მეხუთე:

ბითკოინი საპნის ბუშტია, რომელიც მალე გასკდება. ცნობილია, რომ ე.წ. "ტიტას მანიის" აჟიოტაჟმა, რომელიც მოხდა ჰოლანდიაში 1636-37 წლებში, ჰოლანდიელ მოვაჭრეთა და უბრალო მაცხოვრებელთა უმეტესობა გაკოტრებამდე მიიყვანა (იყო ფაქტები, როცა 3 ცალ ტიტას ბოლქვზე გადაცვალეს საცხოვრებელი სახლი), თუმცა ამ ფაქტის შედარება ბითკოინთან ძალზედ არასწორია. ამის ახსნა მარტივია - თუ ტიტების ბოლქვების გავრცელება და ამ ბოლქვების სანაცვლოდ დადებული ხელშეკრულებების გაფორმება დაუსრულებლად შეიძლებოდა, ბითკოინი მხოლოდ 21 მილიონი ერთეული იარსებებს ციფრულ სამყაროში. შესაბამისად, "ტიტების მანია" უფრო ადვილი შესადარებელია ნებისმიერ ფულად ერთეულთან (დოლარი, ლარი, ევრო და ა.შ), რადგან მათი წარმოებაც დაუსრულებლად შეიძლება

P.S. საქართველოს უახელესი წარსული ამის გამოცდილებას გვაძლევს, როცა კუპონის წარმოება დაუსრულებლად ხდებოდა და მისი ღირებულება ფაქტიურად განულდა.

 

წყარო: http://bitcoinist.com