blog

ელონ მასკი და Space X

  • 07-02-2018
  • shotagog

2018 წლის 6 თებერვალი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად ჩაეწერება. სწორედ ამ დღეს აშშ-ს შტატ ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან სტარტი აიღო Falcon Heavy-ს და Space X-ის რაკეტამ, რომელიც ყველაზე დიდი და ძლიერია იმ რაკეტებს  შორის რაც კი აქამდე შექმნილა.

ამ და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებითაც რაკეტა უდავოდ ტექნიკური შედევრია, თუმცა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2 დამხმარე რაკეტა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ძირითადი რაკეტის ორბიტაზე გაყვანას, უპრობლემოდ დაეშვნენ დედამიწაზე და შეძლეს დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ დაჯდომა. აქამდე არც ერთ რაკეტამატარებელს მსგავსი რამ არ გაუკეთებია.

აღნიშნული ოპერაციის დანიშნულების საბოლოო წერტილი პლანეტა მარსია, თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც ელონ მასკის ქმნილებაა - ელექტრომობილი Tesla, რომელიც რაკეტასთან ერთად დაფრინავს კოსმოსში. ავტომობილიში დევიდ ბოუვის მუსიკაა ჩართული, ხოლო საჭესთან მანეკენი ზის.